logo
ENG



"დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს" - შსს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს

27 მაი 202122:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/d021usa1ny425mp.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, ვითარება დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ. აქტივისტები ყვებიან, რომ რამდენიმე მათგანი ჯებირს მიღმა, სოფელში ცდილობდა გადასვლას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

 არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. 

 

close დახურვა